ზესტაფონში გაიმართა გარდაცვლილ სპორტსმენთა სახელობის ტურნირი, რომელშიც ზესტაფონის 3 გუნდი, ფოთის mms, კიკბოქსინგის ორი გუნდი, ქუთაისის და ჩოხატაურის გუნდები მონაწილეობდნენ. ჩოხატაურის სპორტისა და სპორტული ორგანიზების ცენტრიდან 15 მებრძოლი იყო წარდგენილი.
„ბრძოლები, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, მაგრამ გურულებმა, როგორც ყოველთვის, თავისი გულადობა გამოავლინეს და 15 სპორტსმენიდან 10 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაოთი დავბრუნდით ჩოხატაურში.
17 თებერვალს მივემგზავრებით ერევანში, სადაც ჩვენი სპორტსმენები უკვე პროფესიონალურ ბრძოლებს გამართავენ, _ გვითხრა სპორტსმენების მწვრთნელმა, კიკბოქსინგის სპორტის ოსტატმა, შავი ქამრისა და 1 დანის მფლობელმა გივი გოგუაძემ.