“თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად ლანჩხუთიდანაც წავიდნენ, სამაშველო სამსახურიდან.
თითოეულს მინდა ვუსურვო მშვიდობით დაბრუნება.
მარცხნივ ფოტოზე გია ტუღუშია, ეს გმირი ადამიანი გავიცანი 2 წლის წინ, მეზობლის სახლი იწვოდა და სათითაოდ გამოჰქონდა გულზე მიყრდნობილი ხატები”, _ წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე.