ცოტა ხნის წინ, ჟურნალმა “Empire”-მ მკითხველთა კენჭისყრისა და კინემატოგრაფისტთა აზრის გათვალისწინებით, კინემატოგრაფიის ისტორიაში 500 საუკეთესო ფილმის რეიტინგი შექმნა.
ამ ჩამონათვალის პირველ პოზიციაზე დიდი უპირატესობით რეჟისორ ფრენსის ფორდ კოპოლას სურათი “ნათლია” გავიდა.
მეორე ადგილი სტივენ სპილბერგის სურათმა “ინდიანა ჯონსი: დაკარგული კიდობნის ძიებაში” დაიკავა.
მესამე ირვინ კერშნერის “ვარსკვლავეთის ომები: იმპერიის საპასუხო დარტყმა” აღმოჩნდა.
მეოთხე პოზიციაზე გავიდა ეკრანიზაცია სტივენ კინგის ცნობილი რომანისა “გაქცევა შოუშენკიდან”.
ხუთეული დააგვირგვინა სტივენ სპილბერგის ტრილერმა “ყბები”.
საუკეთესო ფილმების ათეულში შევიდნენ, აგრეთვე: “სახელოვანი ბიჭები”, “აპოკალიფსი დღეს”, “წვიმის ქვეშ მომღერალნი”, “ კრიმინალური საკითხავი” და “ მებრძოლთა კლუბი”.
ამ რეიტინგის შედგენაში მონაწილეობდა 150 რეჟისორი, 50 კინოკრიტიკოსი და 10 ათასზე მეტი მკითხველი.
ავტორი