ცოტა ხნის წინ ერთი საგულისხმო ინფორმაცია გავრცელდა, რომელმაც მთელი ბრიტანეთი ღრმა შოკში ჩააგდო. თავის დროზე, 1939 წელს, როდესაც ინგლისელი მსახიობი ლოურენს ოლივიე ჰოლივუდში დარჩა, ისტორიულ სამშობლოში მას პატრიოტიზმის დეფიციტი დააბრალეს.
სინამდვილეში თურმე იგი ამერიკაში სერიოზულ მისიას ასრულებდა, რადგან ინგლისური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი ყოფილა, კოდური სახელით “მი-6”. ოლივიეს დავალებას წარმოადგენდა, დაერწმუნებინა გავლენიანი ამერიკელები, რომ დახმარება აღმოეჩინათ დიდი ბრიტანეთისათვის ჰიტლერთან ომში.
არქივის გაშიფრული ცნობებით, ლეგენდარული მსახიობი 1940 წელს გადაიბირეს დიდი ბრიტანეთის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის პირადი მითითებით. ლოურენს ოლივიეს სპეც-დავალება ჩინებულად შეუსრულებია.
1941 წლის დასასრულს სამშობლოში დაბრუნებულა და სამხედრო სამსახურიც მოუხდია ერთ-ერთ საავიაციო ნაწილში.
ავტორი