კარნაულელი 21 წლის კერი ტრებილკოკი უჩვეულო ავადმყოფობითაა დაავადებული. მას მადას ისეთი ნივთები აღუძრავს, რომლებიც კვებისთვის არაა განკუთვნილი. გოგონა შიმშილის გრძნობას განიცდის შხაპის მიღების და ჭურჭლის რეცხვის დროს, როდესაც დუშის გელის ან ქიმიური სარეცხი საშუალებების სუნი სცემს.
ჩვეულებრივ საკვებს ინგლისელი ქალისთვის ბედნიერება არ მოაქვს. იგი უპირატესობას ხილის არომატის მქონე სარეცხ და დასაბან საშუალებებს ანიჭებს.
კერი სარეცხ ღრუბელს კეტჩუპს, თაფლს და სხვადასხვა სოუსს უმატებს და სიამოვნებით მიირთმევს. “The Sun”-ის ცნობით, ახალგაზრდა ქალმა 4000 ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი და 100 ცალი საპონი შეჭამა.
კერის ავადმყოფობა მაროკოში მოგზაურობის დროს 2018 წელს შეეყარა. მას შემდეგ იგი საკვებ პროდუქტებს, პრაქტიკულად, აღარ ჭამს. თავდაპირველად გოგონა თავის მიდრეკილებას მალავდა. კუჭნაწლავური პრობლემების დაწყების შემდეგ კი, იძულებული გახდა, სამედიცინო დახმარებისთვის მიემართა.
უკვე სამი წელია კერი მკურნალობის კურსს გადის, თუმცა, მედიკოსები იმედისმომცემ პროგნოზს, ჯერჯერობით, ვერ აკეთებენ. რეგულარული სამედიცინო გამოკვლევების გარდა, გოგონა ფსიქოლოგიური მკურნალობის კურსსაც გადის. სპეციალისტების აზრით, ახალგაზრდა ქალის დაავადების მიზეზი ფსიქოლოგიური გადახრებია.
კერის ავადმყოფობას ანკილოსტომოზი ჰქვია, რომელსაც ადამიანის ნაწლავებში პარაზიტი მრგვალი ჭიაყელების მოხვედრა იწვევს. ანკილოსტომოზით დაავადებული ადამიანები სარეცხი საშუალებების გარდა, მეტალს, ნახშირს, ქვიშას, ცარცს და ავეჯსაც კი ეტანებიან.
ავტორი