თებერვალში თოვლის სახით მოსულმა უხვმა თოვლმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მიუხედავად იმისა, დაბისა და სოფლების მიმართულებით გზები იწმინდება, გადაადგილება მაინც გაძნელებულია. სასწავლო – სააღმზრდელო პროცესი შეწყდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში.
რა სიტუაციაა ამჟამად და როდისთვის ვარაუდობენ სააღმზრდელო პროცესის განახლებას ,,გურია ნიუსი” ხარაგაულის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს ესაუბრა.
,,ხარაგაულის ა(ა)იპ ე.კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში სულ 21 საბავშვო ბაღი და ერთი სკოლისათვის მზაობის ჯგუფია სოფელ მარელისის საბავშვო ბაღში. დიდთოვლობის გამო სასწავლო სააღმზრდელო პროცესი შეწყდა გუშინ, 16 თებერვალს ყველა საბავშვო ბაღში. სავარაუდოდ, ერთი კვირით სოფლის ბაღებს გავაჩერებთ, დაბის ბაღები ალბათ ორშაბათიდან დაუბრუნდებიან ჩვეულებრივ სამუშაო რიტმს, “_ აცხადებს თამარ ლაცაბიძე.
ავტორი