ევროპელმა ლიდერებმა „სერიოზულად უნდა განიხილონ“ კიევისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება – ნათქვამია ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციაში.
რეზოლუცია მიღებული იქნა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე.
„ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ მხარდაჭერას უკრაინას სამხედრო დახმარების გაწევაში, რამდენადაც ეს აუცილებელია და მოუწოდებენ სერიოზულად განიხილონ დასავლური გამანადგურებლებისა და ვერტმფრენების, შესაბამისი სარაკეტო სისტემებისა და კიევისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების მნიშვნელოვანი ზრდა.
უკრაინას არა მხოლოდ უნდა შეეძლოს თავის დაცვა, არამედ უნდა აღადგინოს სრული კონტროლი მთელ საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.
კანონმდებლები ევროკავშირს მოუწოდებენ თებერვლის ბოლომდე განახორციელოს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი და გაამკაცროს უკვე არსებული სანქციები. რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეული აქტივები უნდა იქნას გამოყენებული უკრაინის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად.
კანონმდებლებმა, ასევე მოუწოდეს ევროკომისიას – ევროკავშირის აღმასრულებელ მხარეს და ეროვნულ მთავრობებს, დაიწყონ მოლაპარაკებები კიევთან ამ წელს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობაზე.
ევროკავშირში რუსეთის მისიამ გააკრიტიკა პარლამენტის რეზოლუცია, როგორც “დეზინფორმაციის პარაგონი”, რომელიც არ არის მხარდაჭერილი “მონაცემებით, ფაქტებითა თუ მტკიცებულებებით”
„ცხადია, რეზოლუცია მიზნად ისახავს მიზანმიმართულად შეიყვანოს ევროპული საზოგადოება შეცდომაში და ცდილობს გაამართლოს ევროკავშირის კურსი უკრაინის კონფლიქტის ესკალაციისა და ჩვენს ქვეყანაზე სანქციების ზეწოლის გაზრდისკენ“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.
მოსკოვი მუდმივი დიპლომატიური ზეწოლის წინაშე დგას ევროკავშირის მხრიდან, მათ შორის ეკონომიკური სანქციების ჩათვლით, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უბრძანა მის ძალებს უკრაინაში შეჭრა.
ავტორი