ამერიკული ყვითელი პრესის მტკიცებით, ცნობილ მსახიობ რობერტ პატისონს ერთი უცნაური ფობია გააჩნია. ვარსკვლავს ბავშვობიდან ჯამბაზების ეშინია.
ადრეულ ბავშვობაში რობერტი ერთხელ ცირკის წარმოდგენას დასწრებია. სანამ სპექტაკლზე შევიდოდა მის თვალწინ საზარელი ტრაგედია დატრიალდა. მსახიობის თვალწინ აფეთქებულ ავტომობილში ჯამბაზი ცოცხლად დაიწვა.
იმ ისტორიის შემდეგ მსახიობი ამ პროფესიის ადამიანებს დამდუღრულივით გაურბის.
ანალოგიური შიში თურმე ჯონი დეპსაც გააჩნია.
“კლოუნის ნიღბის ქვეშ ბოროტება და წყვიადი იმალება”, – განაცხადა ცოტა ხნის წინ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ჯონი დეპმა.
ცნობილი მსახიობი ვერ ხსნის, რამ გამოიწვია მისი უცნაური სენი. ფაქტია, რომ ბავშვობაში ალბათ ცირკის წარმოდგენას დაესწრო და მავანმა და მავანმა ჯამბაზმა ძალიან შეაშინა.
ავტორი