უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა, დააჩქარონ სამხედრო მხარდაჭერა ქვეყნისთვის და გააფრთხილა ისინი უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე საუბრისას, რომ შეფერხებები რუსეთის სასარგებლოდ იმოქმედებს.
„სიჩქარის ალტერნატივა არ არსებობს, რადგან ამ სიჩქარეზე სიცოცხლეა დამოკიდებული“, – განაცხადა ზელენსკიმ პარასკევს გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
უკრაინა დასავლეთის იარაღზეა დამოკიდებული, რომ ხელი შეუშალოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ამბიციას, რაც გახდა უცხოური მთავრობების გადაწყვეტილების გამოცდა მზარდი ფინანსური ხარჯების ფონზე.
„ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. მთავარი ის არის, რომ გოლიათმა უნდა წააგოს და ამას ალტერნატივა არ აქვს, რადგან კრემლს შეუძლია დაარღვიოს ყველა ადამიანის უსაფრთხოება და სიმშვიდე, ვინც აქ არის წარმოდგენილი მიუნხენში”,_ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, სამდღიან შეკრებას უნდა დაესწროს 40-მდე სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური, ასევე პოლიტიკოსები და უსაფრთხოების ექსპერტები თითქმის 100 ქვეყნიდან, მათ შორის შეერთებული შტატებიდან, ევროპისა და ჩინეთიდან.