ანანურში, გუდაურის გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი შეეწირა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლს ჩაეძინა და საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა. შუახნის კაცმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა.
არსებული ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
პოლიციის ორი თანამშრომელი კი დაზიანებებით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება პროკურტურამ დაიწყო.