https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მაიკლ ჯორდანი: „არასოდეს ვუკეთებ რეკლამას იმას, რაც არ მომწონს“

10:23; 19.02.2023
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

კალათბურთის არაერთი ცნობილი სპეციალისტი მაიკლ ჯორდანს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს. ჯორდანი აშშ-ის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველობაზე არაერთი წელი მეფობდა. მისი დიდი დამსახურებაა რომ კლუბმა „ჩიკაგომ“ მის ხელში ჩემპიონის წოდება ექვსჯერ მოიპოვა.

მაიკლ ჯორდანი უდიდესი კალათბურთელი გახლდათ. დიდი ხანია რაც აქტიურ სპორტულ კარიერას გამოემშვიდობა, მაგრამ მასავით საუკეთესო ვერავინ გახდა. ჯორდანი ხომ ერთადერთი და განუმეორებელი გახლდათ.

„ბავშვობაში დილიდან საღამომდე ქუჩაში ვიყავი – კალათბურთის გარდა არაფერი მაინტერესებდა. ბევრჯერ ძმებისთვის მიმიცია მშობლების დატოვებული ფული, რათა მათ სახლში ჩემს ნაცვლად გაეკეთებინათ ყველა საქმე.

რასიზმს პირველად სკოლაში შევეჩეხე. ერთი გოგო მომწონდა და როცა გავეცანი, პირდაპირ მითხრა: ფერადკანიანი  ხარ და არ მაინტერესებო. ის დღე ახლაც, ამდენი წლის შემდეგაც ძალიან ცუდად მაგონდება.

სკოლაში ძალიან მოუსვენარი ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა საგანში სასურველ ნიშანს ვერ ვიღებდი, იმას მაინც ვახერხებდი, რომ მშობლები ჩემს გამო სკოლაში არ მისულიყვნენ. ცელქობის მიუხედავად, უზრდელი არ ვყოფილვარ. ალბათ, მასწავლებლები ამის გამოც მინდობდნენ.

მამა რომ მოკლეს, ძალიან განვიცადე – საშინელ ხასიათზე ვიყავი, არავისთან მსურდა ურთიერთობა, ყველაფერი მაღიზიანებდა. ვერ ვხვდებოდი რატომ გაიმეტეს მამა? ვის რაში სჭირდებოდა მისი სიკვდილი? დღეს ვთვლი, რომ მაინც ბედნიერი ვარ – მამაჩემი 30 წლის მანძილზე ჩემს გვერდით იყო, არადა, ბევრი ჩემი მეგობარი უმამოდ გაიზარდა.

ბავშვობაში NBA ტელევიზორში არასდროს მინახავს. მხოლოდ ორი არხი გვქონდა, იქ კი კალათბურთს არასდროს აჩვენებდნენ. ხანდახან სტუდენტური ლიგის თამაშებს გადმოსცემდნენ და იქედან ვიცნობდი საუკეთესო მოთამაშეებს დევიდ ტომპსონს და უოლტერ დევისს.

როცა ჩრდილოეთ კაროლინაში მივდიოდი, ნათესავებსაც და მეგობრებსაც ეგონათ, რომ უნივერსიტეტში ოთხი წელი ვისწავლიდი და კვლავ უილმინგტონში დავბრუნდებოდი, სადაც ბენზინგასამართ სადგურზე ნორმალური და მშვიდი სამუშაო მელოდა.

ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის გუნდში მოხვედრაზე ვოცნებობდი! ქარიმ აბდულ-ჯაბარი, ბილ უოლტონი, ჯონ ვუდენი – მათი შემხედვარე მხოლოდ იქ ასპარეზობა მსურდა, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ სახლთან ახლოს თამაში „მსურდა” და ჩემი კანდიდატურა არც განიხილეს.

ჩემი პირველი ავტომობილი 1976 წლის „ფორდ გრან-პრი” იყო, რომელსაც ეწერა „მეჯიკ ჯორდანი”. არ ვხუმრობ, მართლა ასე იყო. მერე ეს მეტსახელი ირვინს ერგო. ის მართლა საოცარი კალათბურთელი იყო!

უნივერსიტეტში ფსევდონიმს ხშირად ვიყენებდი. ყველაზე ხშირად ლი უაით სმიტით ვსარგებლობდი. ბილ ჯონსიც ვყოფილვარ, თუმცა მხოლოდ სკოლაში. ისე, წლების შემდეგ რამდენიმე ცნობარში ჩვენი სკოლის მონაცემებს ჩავხედე და ჯორდანი რომ ვერ ვიპოვე, ჩავთვალე, გამომცემლები შეცდნენ-მეთქი, თუმცა მერე ბილ ჯონსი გამახსენდა, კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი მონაცემებს და ვიპოვე. ეგრევე დავწყნარდი.

ავტოგრაფი არასდროს მითხოვია. ჩემთვის ეს არ იყო მნიშვნელოვანი. ვერ ვხვდები რატომაა ძვირფასი ფურცელზე ხელმოწერა. ისე, უამრავი ავტოგრაფი მიმიცია, ალბათ ასი ათასამდე.

წარმატებას რომ მიაღწიო, აუცილებლად ეგოისტი უნდა იყო და გარშემომყოფთა აზრს დიდი ყურადღება არ უნდა მიაქციო. თუმცა, არც მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნაა კარგი. რაც უფრო ცნობილი ხდები, მით მეტი ადამიანი ჩნდება შენს გვერდით, მაგრამ ყოველთვის უნდა გყავდეს ის 4-5 კაცი, რომელსაც ენდობი და რომლებიც ყოველთვის სიმართლეს გეტყვიან.

ხშირად მიფიქრია, რომ ჩემს ბოტასებს პაწაწინა ფრთები აქვს, რომელიც ახტომაში მეხმარება. ამის შესახებ არავისთვის მითქვამს.

ცრურწმენა? როგორ გითხრათ, მნიშვნელოვან მატჩებში ბოტასებს ყოველთვის იმ ზონარებით ვიკრავდი, რომელსაც ჯერ კიდევ ჩრდილოეთ კაროლინაში ვიყენებდი. და კიდევ, პარკეტზე გასულს აუცილებლად უნდა მცოდნოდა სად იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები.

რასისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ იყო პერიოდი, როცა  თანაგუნდელებს ნაკლებად ვენდობოდი: ძალიან ზარმაცები იყვნენ, ნახტომი არ უვარგოდათ, მუდმივად პასს ითხოვდნენ და საერთოდ, თავი მაგარი ტიპები ეგონათ.

NBA-ში არაერთი ძლიერი ევროპელი მინახავს, მაგრამ არასდროს მინანია, რომ ევროპაში არ მითამაშია. როცა კუკოჩს ვუყურებდი, ვხვდებოდი, რომ ამერიკაში დარჩენით არაფერი დამიკარგავს, პირიქით, მხოლოდ მოვიგე.

ვეტერანებიდან ძალიან დიდხანს მხოლოდ ჯერი უესტის წინააღმდეგ თამაში მსურდა, მაგრამ ერთხელ ჯერი კრაუზემ მითხრა, ჯერი სლოუნის დროს რომ გეთამაშა, უშანსოდ იქნებოდიო. მას შემდეგ უესტის გარდა სლოუნის წინააღმდეგ თამაშზეც ხშირად მიფიქრია.

არასდროს გავუკეთებ რეკლამას იმას, რაც არ მომწონს. თუ „მაკდონალდსთან” მაქვს კონტრაქტი, ხშირად ვსტუმრობ, თუ „გეტორეიდის” პლაკატებზე ვარ გამოსახული, მხოლოდ მას ვსვამ. სხვანაირად არ შემიძლია.

არასდროს მიფიქრია, რომ ბევრი ფული მაქვს. ჩემთვის მთავარია ოჯახს ეყოს. ბიზნესსაც, როგორც საქმეს, ვერ ვუყურებ. ალბათ, ამიტომაც ვერ გამოვდექი კარგი მმართველი.

დღეს თამაშის არაერთი წესი შეიცვალა, კალათბურთი ნაკლებად კონტაქტური გახდა. ახლა რომ მეთამაშა, ალბათ, ყოველ შეხვედრაში 100 ქულას ჩავაგდებდი.

მიმაჩნია, რომ დიდება ევოლუციური პროცესია, რომელიც ათწლეულებზეა გაშლილი. ჯულიუს ირვინგის, დევიდ ტომპსონის, უოლტერ დევისის და ელჯინ ბეილორის გარეშე მე ვერ ვიქნებოდი. მე მათი მემკვიდრე ვარ.

შემიძლია ყველას ავუხსნა როგორ ითამაშოს კალათბურთი. ეგაა მხოლოდ, რომ რასაც ავუხსნი, იმას ვერავინ გააკეთებს.

თუ მიზნისკენ სავალ გზაზე წინააღმდეგობა შეგხვდა, არ გამობრუნდე. ეცადე რამენაირად გადალახო ის: შემოუარე ან თავი აარიდე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამობრუნდე!

კარიერის მანძილზე თითქმის ცხრაათასჯერ არაზუსტად ვტყორცნე ბურთი, სამასამდე მატჩი წავაგე, ოცდაექვსჯერ ავაცილე გადამწყვეტი სროლა. და სწორედ ამიტომ მივაღწიე ამდენს.

წაგებას, ჩავარდნას, მარცხს გადავიტან, მაგრამ არასდროს შევეგუები გამარჯვებაზე უარის თქმას!

არასდროს მიფიქრია, თუ რა მოყვებოდა ვერჩაგდებულ გადამწყვეტ ბურთს. უბრალოდ, საჭიროდ ვთვლიდი და ვისროდი. იცით, თუ იფიქრებ რა მოჰყვება პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, ვერასდროს იქნები გაბედული.

ვიღაცას სურს, რომ რაღაც მოხდეს. ბევრი ოცნებობს, რომ რაღაც მოხდეს. სხვა ცდილობს, რომ რაღაც მოხდეს. მე ამ უკანასკნელთ მივეკუთვნები.

იცით, ტალანტის წყალობით შეიძლება მოიგო მატჩი, მაგრამ ჩემპიონის ტიტულს მხოლოდ გუნდური თამაშით მოიგებ.

ამბობენ, რომ ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი ვარ, იდეალური. ასე არ ვფიქრობ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იდეალური არაფერია. მათ შორის არც კალათბურთელი.

დრო გავა, მოვხუცდები და ალბათ, ვერც სიარულს შევძლებ. ბურთის ხელში დაჭერასა და სროლაზე ხომ არაფერს ვამბობ, მაგრამ ერთში ბოლომდე დარწმუნებული ვარ – კალათბურთი ცხოვრების უკანასკნელ წამამდე მეყვარება!“

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

მაიკლ ჯორდანი
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა

16:24; 27 იანვარი, 2026
სპორტი

პიოტრ იანი: ჩემი შემდეგი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ შედგება

16:12; 27 იანვარი, 2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავლაბარში- ვიდეო ადგილიდან

21:24; 26 იანვარი, 2026
სპორტი

ბორჯღალოსნების სატურნირო შემადგენლობა ცნობილია

18:36; 26 იანვარი, 2026
სპორტი

გაბრიელ სალუქვაძე საჭადრაკო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა

21:31; 25 იანვარი, 2026

გზა უკვდავებისაკენ

ირაკლი ღარიბაშვილი: "ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია"

ყველა სიახლე

საზოგადოება

რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

15:08; 30.01.2026
პოლიტიკა

ჟორჟოლიანი: საქართველოში საწვავის ფასები ევროპულთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, თუმცა ამის მიუხედავად ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან

14:56; 30.01.2026
საზოგადოება

რატომ გაორმაგდა ბუნებრივი აირის გადასახადი, თუ ტარიფი არ შეცვლილა? – ენერგოომბუდსმენის განმარტება

14:44; 30.01.2026
საზოგადოება

“შარაშიძე აივანზე იმყოფებოდა”- რას ამბობს ადვოკატი კონფლიქტზე, რის გამოც ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დააკავეს

14:32; 30.01.2026
საზოგადოება

გაერთიანებული თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტების ხელმძღვანელად ლევან იზორია განიხილება

14:11; 30.01.2026
სამართალი

პროკურატურა ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

14:09; 30.01.2026
საზოგადოება

აჭარის ტელევიზიას ირაკლი კიკვაძე უხელმძღვანელებს

13:36; 30.01.2026
ფინანსები

ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად

13:22; 30.01.2026
პოლიტიკა

რა წერია კანონპროექტში, რომელიც უკვე დაიდო პარლამენტის საიტზე

12:59; 30.01.2026
სამართალი

“წამში ჩაქრა ორი ადამიანის სიცოცხლე… სულ დამწვარი იყო მანქანა” – ცნობილია უმძიმესი ავარიის დეტალები

12:42; 30.01.2026
სამართალი

“შეესწრო დაპირისპირებას და უნდოდა მხარეების გაშველება” _ შარაშიძის ადვოკატი

12:28; 30.01.2026
სამართალი

დავით შარაშიძეს 30 000 ლარის გირაოს გადახდა დაეკისრა

12:09; 30.01.2026
სამართალი

“მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა” _ რას შეუფარდებენ დავით შარაშიძეს

11:52; 30.01.2026
სამართალი

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე განსასჯელის სკამზე – დავით შარაშიძე ბრალს აღიარებს

11:41; 30.01.2026
პოლიტიკა

გიორგი გახარია – ჩემ წინააღმდეგ ბრალდებები აშკარად კოორდინირებულია რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან

10:12; 30.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო