ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტის პარალელურად, კიევში საჰაერო განგაშის ხმა ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის ხელისუფლებამ მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო განგაში უკრაინის მთელს ტერიტორიაზე ისმოდა.
განგაში უკავშირდება ბელარუსში, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე საჰაერო ბაზიდან MiG-31K-ის ტიპის საბრძოლო ვერტმფრენების აფრენას.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენი კიევში ცოტა ხნის წინ, მოულოდნელად ჩავიდა.