მე არ მინდა – დავიბრუნო ახალგაზრდობა და დავიწყო ყველაფერი თავიდან. მსახიობებს არ აძლევენ უფლებას იყვნენ ინდივიდუალურები.
მე მომწონს ვიყო ცნობილი – როცა ეს მეხმარება. დარჩენილ დროს მე ვცდილობ ვიყო უბრალოდ ადამიანი.
მე შეიძლება ვიყო გაღიზიანებული – ნერვიული, ორიენტირებული და დათრგუნული, მაგრამ მე არასდროს მოწყენილი არ ვარ.
არ მიყვარს ფილმები – სადაც ბევრი სირბილია. რატომღაც, მაშინვე ვფიქრობ მსახიობებზე. ისინი ალბათ ძალიან იღლებიან.
ჩემი ნიჭია – ათი წუთის განმავლობაში, მე შემიძლია დავიძინო ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში, მაშინაც კი, თუ მე მაცვია კაბა და პარიკი.
მიყვარს თუ არა ტანსაცმელი? – ალბათ ეს არის ძალიან ძლიერი სიტყვა. ნება მომეცით უბრალოდ ვთქვა, რომ ტანსაცმელი მომწონს. მაგრამ მე მიყვარს ფეხსაცმელი.
სამყაროში – არ არის არაფერი კეთილშობილური ფიზიკური შრომის გარდა.
მე გამიმართლა – ჩემი საყვარელი რეჟისორები ჩემთან ერთად ბერდებიან.
საუკეთესო ათი წელი ჩემს ცხოვრებაში – ორმოციდან ორმოცდაათამდე. ორმოცი წლის ასაკში ჩემს შესახებ ყველაფერს მივხვდი.
მე არ მეშინია სიბერის – ახალგაზრდობა ცუდია იმით, რომ სულ ფიქრობ როგორმე არ დაბერდე.
სანამ არსებობს განშორება, ოჯახის არსებობას აზრი ეკარგება.
მოწევა – მშვენიერია. მე არ ვამაყობ იმით, რომ ვეწევი, თუმცა არ მრცხენია ამის. დასანანია ევროპაში რომ ამასთან ცუდადაა საქმე. ზოგჯერ ქუჩაში ვეწევი და იწყება კამერებით ამის გადაღება.
ნამდვილი ქალი – ეს არის გონება, ხიბლი, სიკეთე და იუმორის გრძნობა. იგივეს ვითხოვ მამაკაცებისაგან.
მე ბევრჯერ ვიყავი ბედნიერი. სულ ეს არის.
ეცადეთ ხშირად იმღეროთ. სიმღერა ათბობს სულს.
არ გამოგივიდათ კარებიდან, სცადეთ ფანჯრიდან.
ავტორი