,,თუ ჩინეთი და რუსეთი გაერთიანდებიან, მესამე მსოფლიო ომია შესაძლებელი, მაგრამ უკრაინას ჩინეთი საკუთარ მოკავშირედ უფრო ენდომებოდა.“ _ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Welt-თან ისაუბრა.
აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც დღეს, 20 თებერვალს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ ვენბინმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ “აშშ-ს არ აქვს უფლება, წაიკითხოს ლექციები” რუსული იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით.
ვანგ ვენბინმის თქმით, ბრძოლის ველზე იარაღის მუდმივ ნაკადს ამერიკული მხარე უზრუნველყოფს და არა ჩინური.
,,ჩინეთი არასდროს მიიღებს აშშ-ს “იულებით ზეწოლას” ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებზე.“ – თქვა დიპლომატმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ჩინეთი განაგრძობს „მშვიდობის მოთხოვნას და ხელს უწყობს მოლაპარაკებებს უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად”.
ავტორი