15 თებერვალს, თბილისში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ახალგაზრდის, ასორმოცდამეთხუტმეტე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულების ნოდარ გულიაშვილისა და ირაკლი ქუთათელაძის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი ახალგაზრდა, მათივე თანაკლასელი და მეგობარი კი, დაშავდა.
ცნობილი გახდა, რომ დაშავებულებიდან, ერთ-ერთი ნიკა კეკელია გარდაიცვალა.
გარდაცვლილ ბიჭებს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
,,გაფრინდა 3 ანგელოზი… ორი დღეც ვერ გაძელით უერთმანეთოდ, ბიჭებო… რა საშინელებაა, ნათელი თქვენ სულებს, ღიმილის ბიჭებო”, _ წერენ გარდაცვლილი ბიჭების ახლობლები სოციალურ ქსელში.