ორი დღის განმავლობაში წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა სამტრედიაში, ქალაქად და სოფლად, გარკვეულ უბნებში წყალდიდობა გამოიწვია.
დიდი რაოდენობით წყალი შევიდა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში.
ქალაქის ტერიტორიაზე, გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე დღეს დილით ეზოებიდან გადმოსვლა ვერ მოახერხა რამდენიმე ოჯახმა.
გეგეშიძეების, გოგიშვილების, ახობაძეების, სანადირაძეების, ტრაპაიძეების, თევზაძეების, ვაშაკიძეების ეზოში დიდი რაოდენობით წყალი დადგა.
თუ ასე გაგრძელდა, პირველ სართულებს დატბორვის საშიშროება ემუქრება.