ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსია, ბიძინა ივანიშვილი არის პროთავისი – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების ძალაუფლების სისტემა იმდენად ავტორიტარულია, რომ უბრალოდ მიუღებელია და არ არის თავსებადი ევროპულ ფასეულობებთან.
,,მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა გახლავთ იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსია. ბიძინა ივანიშვილი არის პროთავისი. ის ყველას ჩამოართმევს ხელს, იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ეს არის მისი მთავარი მიზანი. ჩვენი ხელისუფლების ძალაუფლების სისტემა იმდენად ავტორიტარულია, რომ უბრალოდ მიუღებელია და არ არის თავსებადი ევროპულ ფასეულობებთან,“ – თქვა გახარიამ.
ავტორი