თებერვლის დასაწყისიდან რუსულმა ჯარებმა შეტევითი მოქმედებები დაიწყეს უკრაინაში სულ მცირე ოთხი ან ხუთი მიმართულებით, მაგრამ მათ არ აქვთ სტრატეგიული ხასიათი,_ ამის შესახებ AP-თან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.
„მას შემდეგ, რაც რუსები იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ხერსონი, ზოგადად დნეპრის მარჯვენა სანაპირო, ისინი გადაჯგუფდნენ. საბოლოოდ ორი თვე დასჭირდათ. და მართლაც, თებერვლის დასაწყისიდან დაიწყო შეტევითი მოქმედებები. დიახ, მათ არ აქვთ სტრატეგიული ხასიათი, მაგრამ არის მინიმუმ ოთხი-ხუთი მიმართულება, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები დაიწყო. ეს არის ლუგანსკის, დონეცკის და ზაპორიჟჟიის რეგიონებში“, – განაცხადა ვადიმ სკიბიცკიიმ.
მისი თქმით, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება მომავალი თვეები.