ზამთრის დადგომასთან ერთად ხშირია სხვადასხვა ვირუსების გავრცელება, რისკ ჯგუფს კი სხვადასხვა ასაკის ადამიანები, მათ შორის ბავშვები წარმოადგენენ.
ადრე, ხალხს არ ჰქონდა ამომწურავი ინფორმაცია გრიპის ვირუსებზე, მათი მკურნალობის მეთოდებზე და ა.შ. დღეს მედიცინა მეტად განვითარებულია და შესაბამისად ადამიანებსაც მეტი ინფორმირებულობა გააჩნია.
გრიპის ვირუსებისა და მათი სიმპტომატიკის შესახებ „გურია ნიუსი“ პედიატრ მარიამ ნიკოლაძეს ესაუბრა.
_ რამდენად არის გავრცელებული ამ სეზონზე ვირუსული ინფექციები?
_რესპირაციული ვირუსული ინფექციები განსაკუთრებით ამ სეზონზე იმატებს ხოლმე.
_ რა სიმპტომები ახასიათებს ამ სეზონზე გავრცელებულ ვირუსულ ინფექციებს?
_ ვირუსულ ინფექციებს, როგორც ამ სეზონზე ისე ზოგადადაც აქვს დამახასიათებელი სიმპტომატიკა, როგორიცაა: ცხელება, ხველა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი და ა.შ.
_ რა ხანგრძლივობისაა ბავშვებში ეს ვირუსი?
_ ვირუსული ინფექციის ხანგრძლივობა საშუალოდ 3-7 დღეა, მაგრამ ეს ხანგრძლივობა მაინც ინდივიდუალურია, ნებისმიერი ჩივილების შემთხვევაში უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს ან პედიატრს.
_ რომელი ჯგუფი წარმოადგენს რისკ ჯგუფს?
_ რისკ ჯგუფს, როგორც რესპირაციული ასევე ნებისმიერი ინფექციისა, წარმოადგენს წლამდე ასაკის ბავშვები, ასევე ბავშვები, რომელთაც უტარდებათ იმუნოსუპრესიული მკურნალობა ან/და ქრონიკული დაავადების მქონენი და ა.შ.