ადგილობრივი ოფიციალური პირის თქმით, უკრაინულმა ძალებმა დაბომბეს რუსულს ბაზები, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში, აეროპორტის და ფოლადის ქარხნის მახლობლად.
მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ თქვა, რომ სამი აფეთქება მოხდა.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქირურგიული სიზუსტით დაარტყეს ოკუპანტების ბაზებს. ორი მათგანი მოხვდა ილიჩის რკინისა და ფოლადის ქარხნის დახურულ ტერიტორიაზე სასჯელაღსრულების კოლონიას.
რუსებმა კვლავ აწიეს თვითმფრინავები მარიუპოლის თავზე. გუშინ ამან არ უშველა, იმედი აქვთ დღეს სხვაგვარად იქნება,“ – დაწერა მან თავის ოფიციალურ Telegram არხზე.
რუსულმა ძალებმა ქალაქი მარიუპოლი 2022 წლის მაისში აიღეს. ქალაქის უკრაინელი მერი, ვადიმ ბოიჩენკო, გასული წლის თებერვალში გადავიდა უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილებში.
ავტორი