ბელგოროდის რაიონში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ჩამოვარდა,_ განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.
“ვალუისკის ურბანულ რაიონში თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ჩამოვარდა. ახლა ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. ინციდენტის მიზეზებს იძიებენ. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, “ – დაწერა მან ტელეგრამის არხზე.
როგორც TASS-მა მოგვიანებით განმარტა, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი იყო სუ-24 ფრონტის ბომბდამშენი.
“თვითმფრინავი სოფლის გარეუბანში ჩამოვარდა. პილოტმა კატაპულტირება ვერ მოახერხა. მის მდგომარეობას იკვლევენ”, – იტყობინება გამოცემა სამართალდამცავი უწყების წყაროზე დაყრდნობით.
ავტორი