აქტივისტებმა, დღეს, ლონდონში რუსეთის საელჩოს წინ, რუსეთის შემოჭრის წლისთავის აღსანიშნავად, უკრაინის გიგანტური დროშა დახატეს.
საპროტესტო ჯგუფმა Led By Donkeys-მა Twitter-ზე, გამოაქვეყნა თავიანთი ნამუშევრის სურათი, სადაც ჩანს მოძრაობის მიერ, ლურჯ და ყვითლ ფერებში შეღებილი გზა.
„ხვალ არის პუტინის მიერ უკრაინაში იმპერიალისტური შეჭრის პირველი წლისთავი, დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და თვითგამორკვევის ყველა უფლების მქონე ხალხზე.
ლონდონში მისი(რუსეთის) საელჩოს წინ მასიური უკრაინის დროშის არსებობა, ამის შეხსენებას ემსახურება“, – წერს ჯგუფი ტვიტერზე.
ავტორი