“ეს იყო ტკივილის, მწუხარების, რწმენისა და ერთიანობის წელი”,_ ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავს.
„24 თებერვალს მილიონობით ჩვენგანმა გააკეთა არჩევანი. აირჩია არა თეთრი დროშა, არამედ ლურჯი და ყვითელი ფერის დროშა. გაქცევა კი არა, მტრის პირისპირ. წინააღმდეგობა და ბრძოლა. ეს იყო ტკივილის, დარდის, რწმენისა და ერთიანობის წელი. და ეს ჩვენი უძლეველობის წელია. ჩვენ ვიცით, რომ ეს იქნება ჩვენი გამარჯვების წელი!“_ დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო. ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა.