ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, რიკოთზე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,_ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თოვლისა და ლიპყინულის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.