„ჰყავდა მეგობარი გოგონა, რომელზეც ის დღემდე სერიოზულად ფიქრობს“ – ამბობს ბადრი ესებუას ადვოკატი ნოდარ მელაძის გადაცემაში.
ადვოკატი ამბობს, რომ სწორედ ეს გოგონა იყო ძებნილის საქართველოში დაბრუნების მიზეზიც.
„ეს იყო მოტივაცია რომ ის ყოფილიყო საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ ის სიყვარულმა დააბრუნა საქართველოში“ – ამბობს ადვოკატი.
2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, ბანკზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ ნიღბიანი პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ის არ არის.
ბადრი ესებუასთვის 8 თებერვალი და ჯიხაშკარში ნათესავთან სტუმრობა აღმოჩნდა. ჯიქიების საცხოვრებელ სახლში საქმის მასალების მიხედვით ესებუა ბანკის ძარცვის შემდეგ მინიმუმ ოთხჯერ იმყოფებოდა.
მეხუთე ჩასვლა კი მისი დაკავებით დასრულდა.
წყარო: პრაიმტაიმი