იტალიელმა მომღერალმა ადელინა პატიმ, სანამ სახელს მოიხვეჭდა თეატრალურ ასპარეზზე, დიდი ფინანსური გაჭირვება განიცადა. იგი იძულებული იყო ყასაბისაგანაც კი ნისიად წამოეღო ხორცი.
მის პირველ გამოსვლას ყასაბიც დაესწრო. როდესაც დაინახა, რა პატივით მიიღო ხალხმა მომღერალი: აპლოდისმენტები, ყვავილების თაიგულები… გადაწყვიტა მასაც შეეტანა თავისი წვლილი მსახიობის ამ ზეიმში:
– პატი, პატი, ხორცზე გასწორებული ვართ! – დაიყვირა მან.
ავტორი