თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მალათიაში მდებარეობდა.
მიწისძვრას მოჰყვა ნგრევა, მედიის ინფორმაციითვე, დაღუპულია სულ მცირე 1 ადამიანი. დაშავდა _ 69.
ვრცელდება ვიდეო კადრები მიწისძვრის ზონიდან _ მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ.