დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ ბელარუსის მაჩულიშჩის საავიაციო ბაზაზე თავდასხმის შედეგად რუსული A-50 თვითმფრინავის დაკარგვა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეზღუდავს რუსეთის საჰაერო ოპერაციებს.
ბრიტანული დაზვერვის განახლებაში წერია, რომ A-50 MAINSTAY არის რუსული საჰაერო სადესანტო ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის პლატფორმა. მისი როლია საჰაერო სურათის შექმნა და მიმდებარე მოიერიშე თვითმფრინავების კოორდინაციის უზრუნველყოფა.
როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, დაზიანება ოფიციალურად დადასტურებული არაა, თუმცა A-50 MAINSTAY-ს დაკარგვა მნიშვნელოვანი იქნება მომავალი საჰაერო ბრძოლებისთვის.
“ეს სავარაუდოდ დატოვებს 6 ოპერატიულ A-50-ს ექსპლუატაციაში, რაც კიდევ უფრო შეზღუდავს რუსეთის საჰაერო ოპერაციებს”, – წერს დაზვერვა განახლებაში.
ცნობისთვის, 26 თებერვალს ბელარუსულმა პარტიზანულმა დაჯგუფებამ BYPOL-მა და ემიგრაციაში მყოფმა ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ რუსული A-50 თვითმფრინავი მინსკის მახლობლად მდებარე მაჩულიშჩის აეროდრომზე რუსული სამხედრო თვითმფრინავი ააფეთქეს
,,ეს არის ყველაზე წარმატებული დივერსია 2022 წლის დასაწყისიდან. რუსული A-50 თვითმფრინავი ააფეთქეს ორ ადგილას, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები.
ByPOL-ის ცნობით, დაზიანდა თვითმფრინავის წინა და ცენტრალური ნაწილები, განადგურდა ავიონიკა და სარადარო ანტენა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთს მხოლოდ ცხრა ასეთი თვითმფრინავი ჰყავს”, – წერს ფრანაკ ვიაჩორკა.
ავტორი