გამოცემა Медуза – ს ინფორმაციით, ღამით, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ქალაქ ტუაფსეში “როსნეფტის” გადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქებები მოხდა, რასაც მოჰყვა ხანძარი.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოციალურ ქსელ VK-ში დაადასტურა, რომ ქარხანაში ღამით იყო ხანძარი, თუმცა განაცხადა, რომ “შეშფოთების საფუძველი არ არსებობს”.
ქალაქ ტუაფსეს ადმინისტრაციის ცნობით, ღამით გაჩენილი ხანძარი ერთ საათში ჩააქრეს, ცეცხლის შედეგად ნავთობის ავზები არ დაზიანებულა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
როგორც Медуза წერს, წყაროები ირწმუნებიან, რომ ნავთობის საწყობის ტერიტორიაზე ორი დაუდგენელი დრონი აფეთქდა. ადგილზე 1,5 მეტრის სიღრმეზე ორი კრატერი აღმოაჩინეს. Astra-ს ცნობით, ნავთობის საწყობის გვერდით არის ყაზარმები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედროებთან ერთად. სხვა წყაროები ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.
ავტორი