საგაზაფხულო არდადეგები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, 8 მარტიდან 15 მარტამდე პერიოდითაა განსაზღვრული.
ასევე დასვენების დღეა 3 მარტი.
საგაზაფხულო არდადეგები სამინისტრომ 2017 წელს შემოიღო. მანამდე, მხოლოდ ზამთრისა და საზაფხულო არდადეგები არსებობდა.
წლის განმავლობაში სკოლებში არდადეგები შემდეგნაირად ნაწილდება:
ზამთრის არდადეგები – 30 დეკემბერიდან – 15 იანვარამდე გრძელდება;
საგაზაფხულო არდადეგები – 8 მარტიდან – 15 მარტამდე გრძელდება;
ზაფხულის არდადეგები – 15 ივნისიდან – 15 სექტემბერამდე გრძელდება.