თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგური “გოცირიძე” სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიხსნება.
მისი ინფორმაციით, პროექტი, შესაბამის სამსახურებს რამდენიმე დღეში წარედგინება, რის შემდეგაც მეტროსადგური გაიხსნება.
“ექსპერტიზა ჩატარდა, დადგენილი იყო კონკრეტული ხარვეზი, რომელიც ფაქტობრივად, გამოსწორებულია, რამდენიმე დღეში უკვე შესაბამის სამსახურებს ექსპლუატაციაში მისაღებად წარედგინება და გაიხსნება,” – განაცხადა კახა კალაძემ.
რეაბილიტირებული მეტროსადგურის გახსნის კონკრეტული თარიღი დედაქალაქის მერმა არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ “ძალიან მალე, სავარაუდოდ, მომავალი კვირისთვის”.