პოლიციამ დაპირისპირების დროს დააკავა აქტივისტი ვანო მაღალაშვილი, ნიკა ნარსია და “პუბლიკას” ჟურნალისტი ზურაბ ვარდიაშვილი.
კიდევ ერთი აქტივისტი “მონას” ძახილის გამო დააკავეს.
რამდენმე წუთის წინ, მოულოდნელად აქციის მონაწილეების შევიწროვება და დაკავება დაიწყო. ასევე აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ ისინი ცემა.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა პარლამენტთან ცოტა ხნის წინ კიდევ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი ადამიანი დააკავა პოლიცამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც შეკრებილი ადამიანები ე.წ. “რუსულ კანონპროექტს” აპროტესტებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის საქართველოს ევროინტეგრაციის კურსს ხელს შეუშლის.
ავტორი