გამოცემამ „New Musical Express” საკუთარ მკითხველებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და დიდ ბრიტანეთში, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული ჯგუფის ვინაობა დაადგინა.
ეს საპატიო წოდება ახლო წარსულში პოპულარულ შვედურ ჯგუფს ABBA-ს მიენიჭა. საინტერესოა, რომ „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში ამ ჯგუფის ალბომის „Gold: The Greatest Hits”-ის 5 მილიონი ცალია გაყიდული.
ამ მაჩვენებლით შვედმა მუსიკოსებმა ლეგენდარული ჯგუფების „Queen”-ისა და „The Beatles”-ის გვერდით ადგილი დაიკავეს.
ბრიტანელი ჟურნალისტების გამოთვლებით, შვედური ჯგუფის ჩანაწერები, ყოველი ხუთი ინგლისური ოჯახიდან ერთში აუცილებლად ინახება.
გამოცემამ შეადგინა დიდ ბრიტანეთში ყველა დროის პოპულარული დისკების საუკეთესო ხუთეულიც. ამ ჩამონათვალში შემდეგი ალბომები განთავსდა:
- Queen – “Greatest Hits”
- The Beatles – “Sgt Peppers’s Lonely Hearts Club Band”
- ABBA – “Gold: The Greatest Hits”
- Oasis – “(What’s The Story) Morning Glory?”
- ადელი – „21“
ავტორი