ერთ-ერთი ფრანგული გამოცემისთვის მიცემულ გულახდილ ინტერვიუში ფრანგი მსახიობი და მომღერალი პატრისია კასი თავისი ცხოვრების გამორჩეულ მამაკაცებზე საუბრობს, მათ შორის ალენ დელონთან ურთიერთობაზე. როგორც მომღერალი ამბობს, მას ალენთან პლატონური სიყვარული აკავშირებს.
ეს სიყვარული პლატონურ ჩარჩოებს არ სცდება, მათ არც ერთხელ უკოცნიათ ერთმანეთისთვის, უფრო მეტიც, პატრიცია ალენს კანის კინოფესტივალზეც არ გაჰყვა.
-ამასწინათ დამირეკა, მითხრა, –„ალო, მე ალენი ვარ“, – მე კი როცა ტელეფონზე მისი ხმა მესმის, ვღიზიანდები.
-არ მჯერა თქვენი, ის ხომ ალენ დელონია?
-კი ნამდვილად ის არის, მირეკავს და მეუბნება „მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდეთ კანის კინოფესტივალზე და ერთად გავიაროთ წითელ ხალიჩაზე“.
მეც მინდა შევხვდე მას, მაგრამ არ ღირს, რადგან ამით ისევ ჯადოსნური ზღაპარი დაიწყება…
ჩვენ არა მხოლოდ ვხდებით, არამედ მოგვწონს კიდევაც ერთმანეთი. უფრო მეტიც, ჩვენ ერთმანეთზე ვართ შეყვარებულები, მაგრამ პლატონურად, რა რომანტიულია არა?
ვიცი, რომ ის არაა ჩემს მიმართ გულგრილი და გულის სიღრმეში ველოდებოდი მის კოცნას. დედამიწაზე არაფრის გულისთვის, არ მსურს ეს სინაზე და მეგობრობა დავკარგო. დადის ჭორები, რომ ჩვენ შეყვარენულები ვართ და ეს ჭორები პრესის აქტიური განხილვის საგანი ხდება, ჩემი მეგობრები კითხულობენ და ეჭვიანობის სცენებს მიწყობენ, არა მარტო ჩემი მეგობრები, ზოგადად მანდილოსნები, შურთ ჩემი, მაგრამ ამ დროს ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი სიყვარული მხოლოდ პლატონურია, ის მაძლევს მე სითბოსა და სიძლიერეს, რომელიც ასე ძალიან მჭირდება.“
ავტორი