ვლადივოსტოკის 21 წლის მცხოვრებს, სამხედრო მომსახურეობის შენობისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც ტელეკომპანია წერს, რუსეთის აღმოსავლეთის 1-ლი რაიონულმა სამხედრო სასამართლომ 21 წლის წვევამდელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „ტერორისტული თავდასხმის“ მუხლით (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2022 წლის 8 ივნისს მან ცეცხლი წაუკიდა ვლადივოსტოკში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისს.
„ამ დაწესებულების საქმიანობის დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის შესაჩერებლად ზეგავლენის მოხდენის მიზნით“, – განაცხადა პროკურატურამ.
გამომძიებლების თქმით, მსჯავრდებულს მესინჯერში მიმოწერა ჰქონდა „მომხმარებელთან, რომელიც მას დაჰპირდა ფულად ჯილდოს 100 ათასი რუბლის ოდენობით შენობის სრული განადგურების შემთხვევაში”, – ნათქვამია სამხედრო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში ტერორისტული თავდასხმის მუხლით მსჯავრდებულია. იანვარში, ცენტრალურმა რაიონულმა სამხედრო სასამართლომ ამ მუხლით მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ვლადისლავ ბორისენკოს, რომელსაც ბრალად ედება ნიჟნევარტოვსკში სამხედრო მოსამსახურეების ოფისზე ცეცხლის წაკიდება.
ავტორი