ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის სოფელი ჯვარიქეთი – კურორტი გოდერძის მონაკვეთზე მეწყრის ჩამოსვლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, _ ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ94-კმ106 (სოფ.ჯვარიქეთი-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე მეწყრის ჩამოსვლის გამო, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა აღდგენილია, აკრძალულია სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (ანგისა-სოფ.ჯვარიქეთი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.