ქალაქ ვიდნოეში მოსკოვის კოქსის და გაზის საწარმოს ცეცხლი უკიდია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია РИА Новости ავრცელებს.
არსებული თავდაპირველად აფეთქების ხმა გაისმა, რის შემდეგაც ცეცხლის სვეტი 20 მეტრამდე გაიზარდა. ახლა ხანძრის ფართობი 200 კვადრატულ მეტრს აღწევს.
“ვიდნოეში, ბელაკამენოიეს გზატკეცილზე ხანძრის შესახებ შეტყობინება მივიღეთ. ხანძარი 200 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა”, – ამბობს სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენელი რუსულ მედიასთან.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
РИА Новости ცნობით, ამჟამად ხანძრის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ქარხნის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფებმა ხანძრის ჩაქრობა შეძლეს და მომხდარს სპეციალური კომისია გამოიძიებს.
ავტორი