გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, რომ არ გადაკვეთონ წითელი ხაზები და არ მიიღონ ინიცირებული კანონპროექტი “უცხოური გავლენების აგენტების” შესახებ. აღნიშნულის შესახებ გერმანელი დეპუტატი Twitter-ზე წერს.
მაიკლ როთის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი მიზანმიმართული საჩუქარია რუსეთისთვის.
,,ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელო! ძალიან შეშფოთებულები ვართ “უცხოური აგენტების” შესახებ ინიცირებული კანონპროექტით საქართველოში. ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე და თავისუფლებაზე, მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის და პირდაპირი გამოწვევა ქართველი ხალხის ევროკავშირის არჩევანისთვის. არ გადაკვეთო წითელი ხაზი, ძვირფასო საქართველოს პარლამენტო”, – წერს გერმანელი დეპუტატი.
ავტორი