ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასო ჩიგოგიძე რეჟისორ ელენე მაცხონაშვილთან ერთად იმყოფება პორტუგალიაში, ქალაქ ბრაგაში.
ოზურგეთის თეატრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრაგის თეატრალური კომპანიის სცენაზე, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი ,,ცისკარი“ –(ნოდარ დუმბაძე) დაიდგმება.
,,ცისკარი“ რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლია. რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა ბრაგის თეატრალური კომპანიის მსახიობებთან ერთად რეპეტიციები უკვე დაიწყო. ,, ცისკარი“ გამორჩეული ჰუმანისტი მწერლის ნოდარ დუმბაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე -ჩანაწერებზე დაყრდნობით გვიყვება.
სპექტაკლი თოჯინურ ცოცხალი პლანის სინთეზს წარმოადგენს. ხოლო 2024 წელს ბრაგის თეატრალური კომპანიის ხელმძღვანელი, რეჟისორი რუი მადეირა -ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დადგამს სპექტაკლს ,,ფრინველები”- (არისტოფანე), რომლის პრემიერაც 25 აპრილს შედგება.
ავტორი