ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ოთახში, სადაც კამერები არ არის, მამუკა მდინარაძე და “ოცნების” სხვა დეპუტატები ოპოზიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
“მოსაწევ ოთახში, სადაც კამერები არ არის – მე და გიორგი ვაშაძეს, მამუკა მდინარაძე და ქოცები ფიზიკურად დაგვიპირისპირდნენ.პასუხიც მიიღეს. ასევე მუშტი კრივი.მოღალატეს რომ ვეძახით უტყდებათ მონებს!” – წერს წითლიძე.