ოზურგეთში სამხარეო ადმინისტრაციასთან აქცია- ,,დადექი ისტორიის სწორ მხარეს”! მიმდინარეობს.
სამოქალაქო აქტივისტი და პედაგოგი, ირმა გორდელაძე აქციაზე სიტყვით გამოვიდა.
“დღეს ხელისუფლება აწარმოებს ღალატობრივ საქმიანობას საკუთარი ერის, მოქალაქეების წინააღმდეგ. ამ წუთას თბილისში ათასობით ადამიანი არის შეკრებილი. დილით მოატყუეს ხალხი, რომ ხუთშაბათს მოხდებაო პარლამენტში განხილვაო, მაგრამ ეს ასე, არ მოხდა. პარლამენტში დაჩქარებული წესით დაიწყეს კანონის მიღება. ძალიან ეჩქარებათ ამ კანონის მიღება.
ჩვენ უბრალოდ არ შეგვეძლო ასეთ დროს სახლში ჯდომა და ოზურგეთში შევიკრიბეთ. ჩვენი ვალია, დღეს ვიყოთ სწორ მხარეს. ჩვენ აუცილებლად ჩავალთ თბილისში და დავდგებით ხალხის გვერდით.
ბევრ სიკეთეს აკეთებს ევროკავშირი და ამერიკა საქართველოში. აქედან გამომდინარე, არ გვინდა ერთ დღეს რუსეთის გუბერნიაში გავიღვიძოთ. “ – თქვა ირმა გორდელაძემ.
ავტორი