ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტთან გამოიყვანეს წყლის ჭავლის მანქანა, ცრემლსადენი გაზი.
აქციის მონაწილეებს აფრთხილებენ, რომ მათგან რუსთაველის გამზირის გათავისუფლებას გეგმავენ.
შსს ამ წუთებში რუსთაველზე სპეციალური მანქანით განცხადებას ავრცელებს:
გთხოვთ, დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მიმართ გამოიყენება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ადგილზე ამ დროისთვის ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სავარაუდოდ არიან დაკავებულებიც.