“მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ… ცოტა ხანში გზა გაიხსნება”, – ამ ხმით მიმართვა ჩართეს ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ამ დრომდე აპროტესტებენ ოცნების მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას. სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს და სავარაუდოდ, ამ გზით შესაძლო დარბევისკენაც მიანიშნებს.
ამ დროისთვის სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის წიწაკის სპრეის შესხმას განაგრძობს. ჯერჯერობით აღარ გამოუყენებიათ წყლის ჭავლი.