საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულ უცხოური აგენტების შესახებ კანონს თბილისში საპროტესტო აქცია მოჰყვა. პროტესტის მონაწილეებს მხარდაჭერა ქართველმა სპორტსმენებმა გამოუცხადეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოაქვეყნა ნიშნად იმისა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. ანალოგიურად „სთორი“ გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მამარდაშვილმა, ჯაბა კანკავამ და ჯანო ანანიძემ გამოაქვეყნეს.
მერაბ შარიქაძე: „ევროპა ერთადერთი გამოსავალია!“ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სპეცრაზმელი მიზანმიმართულად მშვიდობიან მოქალაქეს წიწაკის სპრეის სახეში ასხამს.
ამ ვიდეოს გოგა ბითაძე ასე გამოეხმაურა: „როგორც ადამიანები, უკეთესები უნდა ვიყოთ“. გიორგი წიტაიშვილი: „არა რუსულ კანონს“.
ხვიჩა კვარაცხელია: „საქართველოს მომავალი ევროპაშია“;
გიორგი მამარდაშვილი: „არსებობს ერთადერთი გზა – ევროპა“;
ლევან საგინაშვილი: „საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია“.
ზურაბ დათუნაშვილი: „საქართველოს მომავალი ევროპაა“.
ზურაბ ხიზანიშვილი: „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“.
ლევან მჭედლიძე: „ჩვენი გზა ევროპაშია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“.