პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ამ კანონპროექტის ავტორები, ინიციატორები, მხარდამჭერები და პოპულარიზატორები საქართველოს გაუბედურების ხელმოწერნი, მილიონობით ადამიანის ნერვების დამთხრელნი და სიმშვიდის დამრღვევნი ხართ !!! ამად გიღირდათ, ეს არსაიდან მოსული და მოჩმახული ინიციატივა ?!!! სამარცხვინოებო! პარალელურად კი, ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბი დაიდგმება გიორგი ვაშაძისთვის. ელემენტარული პასუხისმგებლობა ხომ უნდა გქონდეს, როდესაც ბეწვის ხიდზე დგას ამდენი ადამიანი! გაიწვიეთ კანონპროექტი!!!“ – წერს ლევან ლორთქიფანიძე.