“თუ მზად ხართ, გავუძლოთ ყველაფერს, მოვითხოვოთ მთავრობის გადადგომა” – რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილე ვეტერანებმა მოთხოვნა გააჟღერეს.
მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლებს სათავეში დგას რუსი ოლიგარქის ფეოდალები, რუსი ოლიგარქის მონები, ამ ქვეყანას სიმშვიდე, სამწუხაროდ, არ უწერია. ეს გახდება ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, რუსეთის ფედერაცია… ეს ხომ რ გვინდა, ხალხო… სიტყვა არის თქვენზე, ღირს თუ არა ამ საკითხის დღესვე დაყენება, ამ სცენიდან, რუსთაველის გამზირზე?! გითხრათ, ხალხო?! თუ ჩვენ მოვთხოვთ ივანიშვილს, უკანონოდ, ბოლო განსაკუთრებით 2 დღის განმავლობაში რაც ჩაიდინა მისმა ხელისუფლებამ, ის გადმოგვიგდებს ერთ ბარტყს, პირობითად შს მინისტრს, რომელსაც თვალის დახამხამების გარეშე გაუშვებს… ამიტომ, თუ არის ნება ქართველი ხალხის, სტუდენტების, ჩვენ ერთხმად მოვითხოვოთ დღეს, ამ საღამოს, აი აქ, ამ ხელისუფლების, მთავრობის გადადგომა, – ამბობს ბესო ბენდელიანი.