ბათუმში გორგილაძის ქუჩის 111 ნომერში ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ინფორმაციას TV25.GE ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პირმა იარაღიდან რამდენჯერმე სამორინეს მიმართულებით გაისროლა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.