როგორც უკვე ვწერდით, მკვლელობა მოხდა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში.
მოკლულია ქალი, რომელიც საკუთარმა შვილმა, ნაჯახით მოკლა.
მკვლელობა, სავარაუდოდ, პენსიის გამო მოხდა.
მეზობლების თქმით, მკვლელობამდე სახლიდან ჩხუბის ხმა გაიგეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ალკოჰოლდამოკიდებულ შვილს დედამ პენსია არ მისცა.
პოლიციამ 54 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც 86 წლის დედის მკვლელობა აღიარა.