საკუთარი დედის სასტიკი მკვლელობითვის დაკავებული კაცი ბრალის წარდგენის მოლოდინშია.
“ღამის 22:00 საათზე მოვედი და დამხვდა მკვდარი. გადავხადე, დედაჩემს ვტიროდი, ცხედარი სისხლიანი იყო. შუბლზე ჰქონდა ჭრილობა. ჩემმა ძმამ თქვა, გასული ვიყავი სადღაც და წაქცეული იყოო აქ, სახლში. მეორე დღეს აღიარა, რაც ჩაიდინა. შეშა ჩავარტყიო. ხელები აქვს დაზიანებული და შუბლი, ზურგიც”, – ამბობს გარდაცვლილი ქალის შვილი, ქეთი რურუა.
შემთხვევა სოფელ ვედითკარში გუშინ მოხდა.
86 წლის პენსიონერს ვაჟმა თავში ხის მორი ჩაარტყა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 55 წლის კაცს 15 წალმდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი