ამ წუთებში ხანძარია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ჩვენი ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო – სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.
როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ განუცხადა, ცეცხლი ტყეს წაეკიდა.
“ტყეს წაეკიდა ცეცხლი. ხანძარი გაჩნდა მინდორში. არაფერი არ დაზიანებულა, ცეცხლი თითქმის ლოკალიზებულია”,_ ამბობს შარაშიძე.